თავში

ცნობილია, იმ ადამიანის ვინაობა, რომელმაც რამიშვილს სატელიტის ფოტოები მიაწოდა

ცნობილია, იმ ადამიანის ვინაობა, რომელმაც რამიშვილს სატელიტის ფოტოები მიაწოდა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა სატელიტის ფოტოს წყაროს ვიანობა პირდაპირ ეთერში გაასაჯაროვა. იგი ტელეფონზე დაუკავშირდა დავით ფურცხვანიძეს, რომელმაც დაადასტურა, რომ წყარო ნამდვილად ის არის.

დავით ფურცხვანიძესთან სატელეფონო კომუნიკაციის დროს გაირკვა, რომ ის მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მედიასთან. ამასთან, მზადაა ისაუბროს სატელიტის ფოტოების ავთენტურობასთან დაკავშირებითაც. 

"ეს მე იმიტომ გავაკეთე, რომ დამედასტურებინა - ეს გოგონა არის მოკლული", - ისმის სატელეფონო საუბრისას დავით ფურცხვანიძის პასუხი.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიერ გავრცელებული ე.წ სატელიტის ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system