თავში

ცნობილია, რა შემთხვევაში დააბრუნებენ მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში

ცნობილია, რა შემთხვევაში დააბრუნებენ მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში
ცნობილია, რა შემთხვევაში დააბრუნებენ მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას თუ შეწყვეტს, ის მე-12 დაწესებულებაში დაბრუნდება.

მისი თქმით, შიმშილობის შეწყვეტისკენ პატიმარს სტრასბურგის სასამართლომაც მოუწოდა, რასაც მინისტრი ჰუმანურ გადაწყვეტილებად აფასებს. 

„ერთადერთი მოთხოვნა, რაც სასამართლოს წინაშე დაყენებული ჰქონდათ პატიმარ სააკაშვილის ადვოკატებს, იყო მისი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანა. ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან და სტრასბურგის სასამართლომ მას დაჟინებით მოუწოდა შიმშილობის სეწყვეტისკენ. ეს არის ძალიან ჰუმანური გადაწყვეტილება, რომლის სულისკვეთებას ჩვენ თავიდან ბოლომდე ვიზიარებთ.

ჩვენ ვიყავით ის ხალხი, რომლებიც ვთავაზობდით მას პროტოკოლის მიხედვით, ვუხსნიდით, თუ რა მავნე ზეგავლენა აქვს მაგალითად, შიმშილობას ადამიანის ჯანმრთელობაზე. მეორე მხარეს შეხედეთ, პირდაპირი ეთერის მეშვეობით რომ მოუწოდებენ, არ შეწყვიტოს შიმშილობა, რომ ამ შემთხვევაში ის, როგორც პოლიტიკოსი, განადგურდება, რა არის ეს, თუ არა პატიმარზე ძალადობა. როდესმე გაგიგიათ მსგავსი განცხადება ჩვენი მხრიდან ან ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა მაინც? არა, ვერც იხილავთ, რადგან ნებისმიერი პატიმარი არის ჩვენი ზრუნვის საგანი.

კარავში შედის ხალხი და ეს ადამიანი გადაიყვანეთ სამოქალაქო კლინიკაშიო, იმას კი არ მოითხოვენ, რომ ამ ადამიანმა შიმშილობა შეწყვიტოს. ამის გამო შიმშილობენ, ამას პირდაპირ ეთერში მოუწოდებენ. მოუწოდონ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა და იგი დაბრუნდება მე-12 დაწესებულებაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system