თავში

ცნობილია, რატომ დაიბარეს ნიკა გვარამია შსს-ში

ცნობილია, რატომ დაიბარეს ნიკა გვარამია შსს-ში
ცნობილია, რატომ დაიბარეს ნიკა გვარამია შსს-ში

ტელეკომპანია ,,მთავარი არხის" დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. როგორც report.ge-ს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, გვარამია შსს-ში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით არის დაბარებული.

,,გამოძიების ინტერესის საგანია, თუ რა ინფორმაციას ფლობს ნიკა გვარამია, როგორც ,,მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, არხის ეთერში გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გაჟღერებული გარემოებების შესახებ", - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, დღეს, გასაჯაროვდა დასკვნა, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system