თავში

ცნობილია, სად დააკავეს მიხეილ სააკაშვილი

ცნობილია, სად დააკავეს მიხეილ სააკაშვილი
ცნობილია, სად დააკავეს მიხეილ სააკაშვილი

"მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წუხელ ბათუმში იმყოფებოდა, რის შემდეგაც ის გადაადგილდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე.

როგორც ნიკა გვარამიამ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, მისი ინფორმაციით მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. 

"სააკაშვილმა ძალიან კარგად იცოდა, რომ მისი თვითმფრინავი აქ ვერ დაჯდებოდა, არ აპირებდნენ ამ თვითმფრინავის მიღებას და ჩამოვიდა ისე, როგორც შეძლო" - თქვა ნიკა გვარამიამ. 

ნიკა გვარამიას ინფორმაციითვე, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეშია გადაყვანილი.

სააკაშვილის თბილისში დაკავების ფაქტს ადასტურებს ენმ-ის წევრი ეკა ხერხეულიძე. 

"მეგობრებო,დამშვიდდით...დაბნეული,ჩამოშლილი რეჟიმი მეოთხე დღეა ეძებს მიხეილ სააკაშვილს და დღეს სრულიად არაადეკვატური განცხადებებით მთელი დღე უარყოფდნენ მიშას საქართველოში ყოფნას.იმდენად ვერ ფლობდნენ ინფორმაციას,რომ საერთოდ ტრუსკავეცში ეძებდნენ და მთლად თბილისში დაიჭირეს..." – დაწერა ეკა ხერხეულიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი გლდანი-ნაძალადევის რაიონში, კერძოდ სანზონაში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში დააკავეს. დაკავებამდე მიხეილ სააკაშვილმა ხმოვანი შტყობინება და ვიდეო-მიმართვა ჩაწერა. 

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system