თავში

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

გორის რაიონულმა სასამართლომ ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ ილია ქურდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა.

პროკურატურამ დღესვე მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

დაცვის მხარე ბრალდების პოზიციას არ იზიარებდა და პატიმრობის შეფარდების ნაცვლად, გირაოს გამოყენებას ითხოვდა, რადგან ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა.

სურამში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სასამართლოს კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-17 წლამდე ითვალისწინებს.

ფაქტი გუშინ დილით, სურამში მოხდა. 3 შვილის დედა, 31 წლის თეა რუსია ქმარმა საწოლში მაშინ მოკლა, როდესაც ქალს ეძინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system