თავში

ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მკაცრ სასჯელს ითხოვს - ადვოკატი

ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მკაცრ სასჯელს ითხოვს - ადვოკატი
ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მკაცრ სასჯელს ითხოვს - ადვოკატი

ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა კაცი უმკაცრეს სასჯელს ითხოვს.

ამის შესახებ ადვოკატმა წინასწარი დაკავების იზოლატორში გოგა გზირიშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, გზირიშვილი არც გირაოს ითხოვს და მისი პოზიციაა მკაცრი სასჯელის ქვეშ დარჩეს. 

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებული სისასტიკით ორსული მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. 

მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system