თავში

,,წყეულიმც იყოს უსამართლობა!" - თეონა თამაზაშვილი

,,წყეულიმც იყოს უსამართლობა!" - თეონა თამაზაშვილი
,,წყეულიმც იყოს უსამართლობა! - თეონა თამაზაშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი, პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გაჟღერებულ ინფორმაციას, ექსპერტიზის დასკვნის შესახებ, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

,,წყეულიმც იყოს უსამართლობა", - წერს თეონა თამაზაშვილი, რომელსაც შვილის თვითმკვლელობის არ სჯერა და ამტკიცებს, რომ მისი შვილი მოკლულია.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, განაცხადეს, რომ გვამის გამოკვლევისა და საქმის მასალების შეჯამების შედეგად სიკვდილის მიზეზიმედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system