თავში

თუ ასეთი განაჩენი დადგება, ეს იქნება ოჯახების სიკვდილი - ვახტანგ ჩიქოვანის დედა

თუ ასეთი განაჩენი დადგება, ეს იქნება ოჯახების სიკვდილი - ვახტანგ ჩიქოვანის დედა
თუ ასეთი განაჩენი დადგება, ეს იქნება ოჯახების სიკვდილი - ვახტანგ ჩიქოვანის დედა

"ვახო იმ ბრალს ვერასოდეს ვერ აღიარებს, რომელიც არ ჩაუდენია. როგორ უნდა აღიაროს საერთოდ ბრალი, რომელსაც ვერც ერთი მოწმე ვერ ადასტურებს - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ბრალდებულის, ვახტანგ ჩიქოვანის დედამ მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა. 

"შემხებლობას ვერ ამტკიცებენ, ყველა მოწმე განადგურებული მიდის ადვოკატების მიერ. საერთოდ რა ბრალზეა საუბარი. ვახოს ბოლო სიტყვები, რაც მოვისმინე იყო - თუ მესვრით და მომკლავთ ეს არის ჩემი განაჩენი და ეს არის ჩვენი ოჯახების განაჩენიო. თუ ეს განაჩენი დადგება ეს იქნება ოჯახების სიკვდილი.

ჩემი შვილი როგორც დამენანებოდა და გული დამწყდებოდა, ისე მენანება ეს ბავშვი. ღმერთმა არ ქნას, იმ ოჯახის მდგომარეობაში რომელიმე ჩვენი შვილი აღმოჩნდეს, ამის წარმოდგენაც არ მინდა.

მე მაქვს მოლოდინი, რომ გამამართლებელი განაჩენი დადგება. წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერს აზრი არ აქვს, არც სასამართლოს და არც ამ 9-თვიან პროცესს არ აქვს აზრი. თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, ჩვენ ამას აუცილებლად გავყვებით ბოლომდე სამართლებრივადაც და არასამართლებრივადაც",- განაცხადა ვახო ჩიქოვანის დედამ ნინო გოგილაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმე დასკვნით ეტაპზეა. მცხეთის რაიონულ სასამართლოში განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system