თავში

თურქეთის მოქალაქეებს საქართველოში 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

თურქეთის მოქალაქეებს საქართველოში 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
თურქეთის მოქალაქეებს საქართველოში 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმედგო შეძენა, შენახვა, ტარებაში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და სხვისი ნივთის დაზიანებაში ბრალდებულებს 16 -16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ - ამის შესახებ report.ge-ს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. 

პროკურატურის ინფორმაციით, მსჯავრდებულები თურქეთის მოქალაქეები არიან. 

"ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და სხვისი ნივთის დაზიანებაში ბრალდებულები, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ა.ქ. და ო.ქ. დამნაშავედ ცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 31 იანვარს, ქ.ბათუმში, ო.ქ-მ და ა.ქ-მ, რომლებსაც უკანონოდ ჰქონდათ გადმოკვეთილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ორი პირის ბ.ა-ს და მ.ა-ს განზრახ მოკვლის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღებიდან, ჯგუფურად, განახორციელეს მრავალჯერადი გასროლა ბ.ა-ს ავტომანქანის მიმართულებით, რის შედეგადაც მ.ა-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. ბრალდებულებმა დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს, რადგან დაზარალებულებმა ავტომანქანით მოახერხეს გაქცევა, ხოლო ო.ქ. და ა.ქ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა მიმალვაში მყოფი ა.ქ. და ო.ქ. 2020 წლის 03 თებერვალს ქ.ბათუმში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველით ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა), 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარება), 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ა.ქ. და ო.ქ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system