თავში

ყალბი მართვის მოწმობების დამზადებისთვის ერთი პირი დააკავეს

ყალბი მართვის მოწმობების დამზადებისთვის ერთი პირი დააკავეს
ყალბი მართვის მოწმობების დამზადებისთვის ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და 600 აშშ დოლარის საფასურად გაასაღა, რუსეთის ფედერაციაში შემავალი, ინგუშეთის რესპუბლიკის ყალბი მართვის მოწმობა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ყალბი მართვის მოწმობები. ასევე, მართვის მოწმობების მიღებასთან დაკავშირებული ყალბი საგამოცდო ბარათები.

გამოძიება სსკ-ის 362-ე და 180-ე მუხლების პირველი ნაწილით დაიწყო.

ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე ვადით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system