თავში

"უდანაშაულო ადამიანმა დარბაზში ყელი გამოიჭრა!" - ადვოკატი

"უდანაშაულო ადამიანმა დარბაზში ყელი გამოიჭრა!" - ადვოკატი
უდანაშაულო ადამიანმა დარბაზში ყელი გამოიჭრა! - ადვოკატი

ადვოკატ ჯაბა კოჭლამაზაშვილის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც გამოძიება ოქროს ბირჟიდან ბეჭდის ქურდობას ედავება, თბილისის საქალაქო სასამართლოში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ თვითდაზიანება მიიყენა. 

ამის შესახებ ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს:

"ირაკლი კვარაცხელია სასამართლომ გაამტყუნა ქურდობაში. რის შემდეგაც უდანაშაულო ადამიანმა დარბაზში ყელი გამოიჭრა!!!", - წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში. 

report.ge დეტალების გასარკვევად ჯაბა კოჭლამაზაშვილს დაუკავშირდა. 

ადვოკატის განცხადებით, ირაკლი კვარაცხელია საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

მისივე თქმით, ირაკლი კვარაცხელიას მიმართ სასამართლომ უკანონო განაჩენი გამოიტანა.

"ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული ვერც ერთი მტკიცებულება, მათ შორის, მთავარი მტკიცებულებები - ბრალდებულის პირადი ჩხრეკისა და ნივთის ამოცნობის ოქმები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროცედურულ მოთხოვნათა უსერიოზულესი დარღვევის გამო ვერ აკმაყოფილებს მტკიცებულების არა მხოლოდ უტყუარობის, არამედ დასაშვებობის ელემენტსაც კი და მათზე განაჩენის დაყრდნობა თავისთავად ნიშნავს უკანონო განაჩენის გამოტანას. 

ამასთან, დაცვის მხარის მიერ იქნა მოპოვებული პირადი ჩხრეკის ფაქტის უკანონობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები - ვიდეო ჩანაწერები. ვიდეო მტკიცებულებისა და ჩხრეკის ოქმის ანალიზის შედეგად მივდივართ დასკვნამდე, რომ პირადი ჩხრეკის ოქმში შევსებული ყველა გარემოება არის როგორც მინიმუმ საეჭვო, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში აშკარად მცდარი და გაყალბებული", - ამბობს ჯაბა კოჭლამაზაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system