თავში

"უდანაშულო, წესიერი კაცი გადაურჩა უმძიმეს სასჯელს" - ადვოკატი

"უდანაშულო, წესიერი კაცი გადაურჩა უმძიმეს სასჯელს" - ადვოკატი
უდანაშულო, წესიერი კაცი გადაურჩა უმძიმეს სასჯელს - ადვოკატი

ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში კიდევ ერთი გამამართლებელი განაჩენის შესახებ წერს.

ადვოკატის ინფორმაციით, პირი, რომელსაც ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ედებოდა, სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა.

"დ. წულაია სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა!

დ. წულაიას ბრალად ედებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა. 

(სასჯელის სახით ითვალისწინებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას).

ბრალდების მხარე ძირითადად ეყრდნობოდა პოლიციელ მოწმეთა ჩვენებებსა და მათ მიერ შედგენილ ჩხრეკა-დაკავების ოქმებს.სასამართლოში პოლიციელ მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვით გამოვლინდა, რომ მათ არასწორი ინფორმაცია დააფიქსირეს ჩხრეკის ოქმში.

ასევე, მათი ჩვენებები იყო წინააღმდეგობრივი და გამომრიცხავი.დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა კი სრული სიმართლე მოახსენეს სასამართლოს და მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანს საფუძველი არ არსებობდა.

სასამართლოში ასევე გამოჩნდა, რომ საქმეზე ჩატარებული იყო ცალმხრივი გამოძიება, რომლის მიზანი იყო არა ჭეშმარიტების დადგენა, არამედ უკვე დაკავებული პირის დადანაშაულება.

არსებითი განხილვის დროს ასევე გამოვლინდა უამრავი გარემოება, რაც ბრალდებულის სრულ უდანაშაულობაზე მიუთითებდა.უდანაშულო, წესიერი კაცი გადაურჩა უმძიმეს სასჯელს", - წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system