თავში

უდუმაშვილი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება უნდა შეეხოს გიორგი რურუასაც

უდუმაშვილი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება უნდა შეეხოს გიორგი რურუასაც
უდუმაშვილი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება უნდა შეეხოს გიორგი რურუასაც

"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შეეხოს გიორგი რურუასაც და ყველა იმ პირს, რომელიც ასეთი [მხოლოდ სამართალდამცველების] ჩვენების საფუძველზე იმყოფება დღეს ციხეში“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ისაუბრა მანკიერ პრაქტიკაზე, როდესაც პოლიტიკური ნიშნით პირების დაკავება სამართალდამცველების შაბლონური ჩვენებების საფუძველზე მართლდებოდა. 

"დღეს ასეთი პრაქტიკა დანერგა „ქართულმა ოცნებამ“, რომ ყველა დაკავებულის მთავარი მოწმე არის პოლიციელი, ორი პოლიციელი, რომლებსაც ერთმანეთისგან გადაწერილი ჩვენებები აქვთ. ამის საფუძველზე ხდება პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ და არა მარტო პოლიტიკური ლიდერების საქმის აღძვრა. რაც შეეხება რურუას საქმეს, ყველამ იცის, რომ ეს იყო შეკერილი საქმე, მას ჩაუდეს იარაღი, რათა ციხეში გამოეკეტათ", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system