თავში

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, სამი პირი დააკავეს. 

როგორც report.ge-ს უწყებიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სამეწარმეო საქმიანობისთვის დადგენილი შესაბამისი გადასახადებისა და მოსაკრებლისათვის თავის არიდების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკში ვალუტის გადამცვლელი პუნქტის სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, ქ.ზუგდიდში, ქ.ფოთსა და ქ.სენაკში ახორციელებდნენ ეროვნული და უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს.

გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით თანხა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system