თავში

უკრაინელი მეზღვაურები და სააკაშვილის დაცვის წევრი გაათავისუფლეს

უკრაინელი მეზღვაურები და სააკაშვილის დაცვის წევრი გაათავისუფლეს
უკრაინელი მეზღვაურები და სააკაშვილის დაცვის წევრი გაათავისუფლეს

საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყიფილი წევრი მიხეილ ბატურინი გაათავისუფლეს. 

როგორც ადვიკატი ბექა ბასილაია განმარტავს, დაკავებულები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანიდან რამდენიმე დღეში შეწყალების და მათი თხოვნის გარეშე გაათავისუფლეს. ადვოკატის თქმით, ეს მოწმობს, რომ დაკავებულები უდანაშაულოები იყვნენ.

როგორც ბასილაიამ აღნიშნა, დაკავებულებიდან ორ მათგანს, ვოლოდიმირ დიაჩენკოსა და იური ხომიჩის შეწყალება შესთავაზეს, თუმცა მათ უარი თქვეს, რადგან თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეს, მიხეილ ბატურინს, ადვოკატის თქმით, მას ციხეში დატოვებას უპირებდნენ.

აღსანიშნავია, რომ დაკავებულები ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე გაათავისუფლეს.

"დადგა ვითარება, როდესაც ფაქტობრივად, ქართულ სახელმწიფოს დაუყენეს საკითხი მათი გათავისუფლების შესახებ და ჩვენდა სამარცხვინოდ, შეწყალება შესთავაზეს მხოლოდ იური ხომიჩს და ვოლოდიმირ დიაჩენკოს, ხოლო მიხეილ ბატურინს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, ციხეში დატოვებას უპირებდნენ. ამ შეთავაზებაზე უარი თქვეს ხომიჩმა და დიაჩენკომ, რადგან არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ, რის შემდეგაც მოხდა უპრეცედენტო რამ, შეწყალების თხოვნის გარეშე სამივე გაათავისუფლეს გამამტყუნებელი განაჩენის დადგომიდან დაახლოებით 5 დღეში", - თქვა ბასილაიამ.

უკრაინელი მეზღვაურები და საქართველოს მესამე პრეზიდენტის ყოფილი დაცვის წევრი მიხეილ ბატურინი საზღვრის უკანონო ჯგუფური გადაკვეთის ბრალდებით 2020 წლის ნოემბერში დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system