თავში

თანაშემწის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულ დეპუტატს გირაო შეეფარდა

თანაშემწის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულ დეპუტატს გირაო შეეფარდა
თანაშემწის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულ დეპუტატს გირაო შეეფარდა

ისნის რაიონის საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურორის განცხადებით, პატიმრობის მიზანშეწონილობა დღის წესრიგში არ დგას.

"ილია ჯიშკარიანს აეკრძალა ქალბატონთან და სავარაუდო მოწმეებთან მიახლოება. მოცემულ შემთხვევაში ჩვენ პატიმრობის მიზანშეწონილობა არ ჩავთვალედ საჭიროდ,"- განაცხადა პროკურორმა თამარ იაკობიძემ.

ბრალდების მხარე პატიმრობას მოითხოვდა. თამთა თოდაძის ადვოკატი აცხადებს რომ არ არის გამორიცხული ჯიშკარიანმა მოწმეებზე ზეწოლა მოახდინოს.

"მიუხედავად იმისა, რომ იყო მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე პროკურორმა პატიმრობა არ მოითხოვა. აბსურდულ სიტუაციაში აღმოვჩნდით. ჩვენი მოთხოვნა იყო პატიმრობა, ის გავლენას მოახდენს მოწმეებზე. ილია ჯიშკარიანი თუ ცუდად არის, ის ერთი საათი პალატაში ფეხზე როგორ იდგა?! - განაცხადა ადვოკატმა თამარ ლუკავამ.

დეპუტატი თანხის გადახდის შემდეგ გათავისუფლდება, თუმცა მხარეებს შორის სამართლებრივი დავა გაგრძელდება.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სხდომა „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გაიმართა, სადაც ილია ჯიშკარიანია მოთავსებული.

გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს საკრებულოს დეპუტატისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით მიმართა.

შეგახსენებთ, რომ ილია ჯიშკარიანს გენერალურმა პროკურატურამ მისი ყოფილი თანაშემწის თამთა თოდაძის გაუპატიურების მცდელობისა და ცემის ფაქტზე ბრალი წაუყენა, თოდაძეს კი დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system