თავში

,,ქართული ოცნების“ წევრზე თავდასხმისთვის დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

,,ქართული ოცნების“ წევრზე თავდასხმისთვის დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ
,,ქართული ოცნების“ წევრზე თავდასხმისთვის დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

„ქართული ოცნების“ წევრ თემურ შუბითიძეზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა. 

საქმის პროკურორის თამარ ბეჟუაშვილის თქმით, ბრალდებულების მხრიდან არსებობდა მტკიცებულებების განადგურების, მიმალვის ან დანაშაულის განმეორებით ჩადენის საფრთხეები.

დაცვის მხარე კი ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა. 

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ წევრს, თემურ შუბითიძეს 30 სექტემბერს ზემო ფონიჭალა-მარნეულის გზატკეცილზე თავს დაესხნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system