თავში

უნდათ ამ საქმეს ჩამომაშორონ - მიხეილ რამიშვილი პროკურატურაში დაიბარეს

უნდათ ამ საქმეს ჩამომაშორონ - მიხეილ რამიშვილი პროკურატურაში დაიბარეს
უნდათ ამ საქმეს ჩამომაშორონ - მიხეილ რამიშვილი პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს.

რამიშვილის განცხადებით, ის და ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ადვოკატი ეკა ქობესაშვილი დაბარებულები არიან, რომ დაიკითხონ მტკიცებულებების ფალსიფიცირების საქმეზე.

რამიშვილი ფიქრობს, რომ გამოძიებას მისი ბაჩალიაშვილის საქმიდან ჩამოცილება სურს.

ამასთან, ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა მოითხოვა.

„დამიბარეს სატელიტიდან გადაღებულ ფოტოსურათთან დაკავშირებით. ალბათ, აინტერესებთ შეკვეთა იყო, თუ მისი ინიციატივით, მისი გადაწყვეტილებით. მესმის, უნდათ, როგორღაც ამ საქმეს ჩამომაშორონ, ან რამე მიზეზი მოძებნონ. ამის მცდელობები მრავალი იყო თავიდანვე. მოვედი, რომ დავეხმარო გამოძიებას”, – განაცხადა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system