თავში

უნდათ, რომ ეს მოწმე და "სქრინი" გააცამტვერონ - მიხეილ რამიშვილი

უნდათ, რომ ეს მოწმე და "სქრინი" გააცამტვერონ - მიხეილ რამიშვილი

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმის ახალი ფიგურანტის მიმართ, რომელმაც ბაჩალიშვილის ოჯახის წევრებს, მისი მტკიცებით თამართან მიმოწერის ამსახველი მასალა მიაწოდა, პროკურატურის მხრიდან მუქარა და ზეწოლა ხორციელდება. 

რამიშვილის ინფორმაციით, პროკურატურამ ასევე არ დააკმაყოფილა ბაჩალიაშვილის ოჯახისა და ადვოკატის საჩივარი იმ დადგენილების გაუქმების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ჯუმბერ ბაჩალიაშვილს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი გაუუქმდა.

„ქალბატონ თეონას დაუკავშირდა ახალგაზრდა გოგონა - მარი შარაშიძე, რომელმაც „სქრინი“ გადმოაგზავნა. მასთან გარკვეული კომუნიკაცია არსებობდა, მან ბევრი ისეთი ინფორმაცია მოგვცა, რომლითაც დადასტურდა, რომ მასსა და თამარს სოციალურ ქსელში კონტაქტი ნამდვილად ჰქონდათ. აღნიშნული „სქრინი“ პროკურატურას წარვუდგინეთ და შევთავაზეთ, რომ ტელეფონსაც მივიტანდით და ასევე მოწმესაც მივიყვანდით. გამოძიებამ გოგონას ოჯახის უფროსები დაიბარა და პირდაპირ ზეწოლა, შანტაჟი, მუქარა განახორციელა, ეუბნებოდნენ ოჯახი წევრებს, რომ მოხდებოდა ძალადობა, გარკვეული პრობლემები შეექმნებოდათ. რაღაცნაირად უნდათ, ამ გოგოს მისამართთ გამოიყენონ ყველა ის მექანიზმი, რომლითაც გაამყარებენ იმ უკანონო დადგენილების მოტივაციას, რითაც საქმე შეწყვიტეს. 

უნდათ, რომ ეს მოწმე და ეს „სქრინი“, რაც საქმეში არსებობს, გააცამტვერონ და გაამყარონ აზრი, თითქოს, ეს ჩვენი მოგონილი რაღაც სიახლეა. იმის ნაცვლად, რომ გამოძიებას, პროკურატურას ჩვენთვის მოემართა და ჩვენი დახმარებით მომხდარიყო მოწმის გამოკითხვა, დამოუკიდებლად ჩავიდნენ და დაიწყეს ზეწოლა. გოგონა დაგვიკავშირდა და პირდაპირ გვითხრა, რომ ზეწოლა და მუქარა მიმდინარეობს, გამოძიება დაზარალებულის პოზიციას კი არ ახორციელებს, პირდაპირ მოქმედებს. არანაირ კავშირზე არ გამოსულან ჩვენთან, არანაირი ობიექტურობა არ გამოუჩენიათ, პირდაპირ ახორციელებენ ზეწოლას. აქვე მინდა აღვნიშნო, ეს გოგონა არის ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, გვინდოდა გარემო შეგვეცვალა და ჩოხატაურის პოლიციას მივმართეთ, რომ დაზარალებულად ეცნოთ, შუამდგომლობას და განცხადებას გუშინდელი დღიდან ველოდებოდით, უარი გვითხრეს. გოგონას უთხრეს, რომ ტელეფონს ჩამოართმევდნენ, მას ავუხსენი, რომ ტელეფონის მიცემა, დაკითხვა, გამოკითხვა, მხოლოდ ადვოკატების ჩართულობით მოხდება. თუ ტელეფონს წაიღებენ, ალტერნატიულ ექსპერტიზასაც ჩავატარებთ, მაგრამ ექსპერტიზებში მონაწილეობა მოწვეულმა უცხოელმა ექსპერტებმა უნდა მიიღონ, არ შეიძლება მათ ექსპერტიზას ვენდოთ“, - აცხადებს რამიშვილი.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი ფიგურანტი გამოჩნდა, რომლის მტკიცებითაც თამარი სთხოვდა, იმ შემთხვევაში თუ მას რამე დაემართება დედამისისთვის მიეხედა.

ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტზე სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლა და დაშინება მიმდინარეობს.

საქართველოს პროკურატურამ კი მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შეგახსენებთ, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ბაჩალიაშვილის ოჯახი ადვოკატებთან ერთად პროკურატურაში საქმის მასალების გასაცნობად იყო დაბარებული.

15 დეკემბერს, ოჯახის ადვოკატი, report.ge-სთან საუბარში აცხადებდა, რომ შესაძლოა, საგამოძიებო უწყებამ, თვითკვლელობამდე მიყვანის მუხლით, საქმე დასასრულისკენ წაიყვანოს. მიხეილ რამიშვილის თქმით, ექსპერტიზის დასკვნა მითითებებით არის შესრულებული და მრავალჯერ შეცვლილ, უსაფუძვლო ჩვენებებს ეყრდნობა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

18 სექტემბერს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, განაცხადეს, რომ გვამის გამოკვლევისა და საქმის მასალების შეჯამების შედეგად სიკვდილის მიზეზი, მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.

ოჯახს, გამოძიების ვერსიის არ სჯერა. თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system