თავში

კაცს, რომელმაც მეუღლე გააუპატიურა 7 წელი მიესაჯა

კაცს, რომელმაც მეუღლე გააუპატიურა 7 წელი მიესაჯა
კაცს, რომელმაც მეუღლე გააუპატიურა 7 წელი მიესაჯა

მეუღლის მიმართ ძალადობის და გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული ი.ჩ. თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

დადგინდა, რომ ი.ჩ-მ 2019 წლის 25 თებერვალს მეუღლეს - ნ.ს-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სახის არეში ხელი დაარტყა და ტუჩი გაუხეთქა. 2019 წლის 26 თებერვალს ღამის საათებში ი.ჩ.-მ დაზარალებული მანქანით წაიყვანა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გააუპატიურა.

სამართალდამცველებმა ი.ჩ. 2019 წლის 3 მარტს სასამართლოს განჩინებით საფუძველზე დააკავეს თბილისში. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ჩ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system