თავში

უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია "ფორმულას" მფლობელს, დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

ადვოკატ გიორგი გელხაურის თქმით, მოსამართლემ თავდაპირველად კეზერაშვილს 10 წელი მიუსაჯა, შემდეგ კი სასჯელი ამნისტიით გაუნახევრდა.

დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმე 6 წლის წინ აღიძრა. პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვაში დასდო. თუმცა, გამოძიებამ ბრალის დამტკიცება ვერ შეძლო.

დავით კეზერაშვილის საქმეზე 2017 წელს სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ასევე, იგი გამართლდა პირველ ინსტანციაშიც.

კეზერაშვილის საქმეზე სასამართლო წარმოება რამდენიმე დღის წინ განახლდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system