თავში

ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე გადაწყვეტილება 25 აგვისტოს გამოცხადდება

ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე გადაწყვეტილება 25 აგვისტოს გამოცხადდება
ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე გადაწყვეტილება 25 აგვისტოს გამოცხადდება

ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმის საქმეზე გადაწყვეტილება 25 აგვისტოს გამოცხადდება. 

დღევანდელი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ნახევარ საათში დასრულდა.

როგორც ვახო სანაია ამბობს, მოსამართლე განაჩენის გამოცხადებას, სპეციალურად აჭიანურებს. 

მისივე თქმით, მოსამართლემ "უკვე იცის რა გადაწყვეტილებასაც გამოიტანს".

"ველოდებით გამამტყუნებელ განაჩენს, სხვა განაჩენი აქ არ შეიძლება იყოს", - განაცხადა ვახო სანაიამ.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ სხდომაზე ადვოკატებმა ბრალდებულების, გიორგი სახელაშვილისა და სულიკო საყევარაშვილის თავდებით გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს და 2 300 ხელმოწერა წარმოადგინეს. მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებულები კვლავ პატიმრობაში დატოვა.

ჟურნალისტ ვახო სანაიას და მისი მეუღლის ნათესავს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ. ვახო სანაია მომხდარს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.

ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი.

სამივე მათგანს პროკურატურამ ბრალი სამი მუხლით წარუდგინა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system