თავში

ვახო სანაიას საქმეზე ბრალდებულები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

ვახო სანაიას საქმეზე ბრალდებულები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა
ვახო სანაიას საქმეზე ბრალდებულები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ სხდომაზე ადვოკატებმა ბრალდებულების, გიორგი სახელაშვილისა და სულიკო საყევარაშვილის თავდებით გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს და 2 300 ხელმოწერა წარმოადგინეს. 

ამასთან, დაცვის მხარის განმარტებით, ბრალდებულ გიორგი სახელაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხის პირობებში დამძიმდება.

მოსამართლე, გიორგი კერატიშვილმა ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებულები კვლავ პატიმრობაში დატოვა.

ჟურნალისტ ვახო სანაიას და მისი მეუღლის ნათესავს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ. ვახო სანაია მომხდარს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს

ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი.სამივე მათგანს პროკურატურამ ბრალი სამი მუხლით წარუდგინა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system