თავში

ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა
ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამი პირი პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გამოაცხადა.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა. ბრალდების მხარე დაკავებულების მიმალვისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეს ხედავს.

რაც შეეხება დაცვის მხარეს - ვაჟა გიგაურის ადვოკატი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, სულიკო საყევარაშვილისა და გიორგი სახელაშვილის ადვოკატები კი მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ და  სასამართლოს ალტერნატივის სახით 4000-ლარიანი გირაოს სთავაზობდნენ, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. 

შეგახსენებთ, ჟურნალისტ ვახო სანაიას და მისი მეუღლის ნათესავს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ.ვახო სანაია მომხდარს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს

ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი.სამივე მათგანს პროკურატურამ ბრალი სამი მუხლით წარუდგინა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system