თავში

14 აპრილამდე პრობაციონერები რეჟიმის ვალდებულებისგან გათავისუფლდნენ

14 აპრილამდე პრობაციონერები რეჟიმის ვალდებულებისგან გათავისუფლდნენ
14 აპრილამდე პრობაციონერები რეჟიმის ვალდებულებისგან გათავისუფლდნენ

პრობაციონერებს 14 აპრილამდე რეჟიმის ვალდებულების შესრულებისგან ვათავისუფლებთ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მივმართავ პრობაციონერებს, დღეიდან 14 აპრილის ჩათვლით, ყველანი ხართ გათავისუფლებული პრობაციის ბიუროებში გამოცხადებისგან. ეს ნიშნავს იმას, რომ ე.წ. თითის დადება ან პრობაციის ოფიცერთან, სოციალურ მუშაკთან ან ფსიქოლოგთან ჩანიშნული სავალდებულო შეხვედრები არის გაუქმებული.  გამოუცხადებლობა ყველას ჩაეთვლება საპატიოდ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.მისივე თქმით, ფაქტს არავითარი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება.

ცნობისთვის, 11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მთელს მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის, COVID-19-ის პანდემია ოფიციალურად გამოაცხადა. ორგანიზაცია ქვეყნებს დაავადებასთან საგანგებო და აგრესიული ბრძოლისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 24 შემთხვევაა დადასტურებული.

კარანტინის რეჟიმში 295 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 49 პირი რჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system