თავში

ვარკეთილში ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ვარკეთილში ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ვარკეთილში ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ვარკეთილში, ტაქსის მძღოლის, 65 წლის მიხეილ კაჭარავას მკვლელობაში ბრალდებულ 23 წლის გიორგი ნიჟარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ გიორგი ნიჟარაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა და 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულის გათავისუფლება მოითხოვა. 

ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ გიორგი ნიჟარაძეს ტყუპისცალი ძმის გარდაცვალების შემდეგ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. 

პროკურორ გია შაიშმელაშვილის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ექსპერტიზა ამ ეტაპზე დანიშნული არ არის.

თავად ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.

შემდეგი სასამართლო სხდომა 19 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიმართება. 

შემთხვევა ვარკეთილში, 27 ოქტომბერს მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system