თავში

ვასილ მშვენიერაძე თავმჯდომარის პოზიციას 5 წლით დაიკავებს

ვასილ მშვენიერაძე თავმჯდომარის პოზიციას 5 წლით დაიკავებს
ვასილ მშვენიერაძე თავმჯდომარის პოზიციას 5 წლით დაიკავებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ვასილ მშვენიერაძე დაინიშნა. გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს მიიღო. 

ვასილ მშვენიერაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციას 5 წლის ვადით დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

,,იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე აირჩია. აღნიშნულ თანამდებობაზე შალვა კაკაურიძე 5 წლით იმუშავებს.

დღესვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ამირან ძაბუნიძე დაინიშნა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system