თავში

ვასილ მამულაშვილი: მიხეილ რამიშვილთან ჩატარებული საპროცესო მოქმედებები უკანონოა

ვასილ მამულაშვილი: მიხეილ რამიშვილთან
ვასილ მამულაშვილი:  მიხეილ რამიშვილთან ჩატარებული საპროცესო მოქმედებები უკანონოა

თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მობილური ტელეფონის ჩამოართმევასთან დაკავშირებით, მისმა კოლეგა, ვასილ მამულაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურის მხრიდან ამგვარი საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებები უკანონოა. მისი თქმით, ეს ქცევა საშიში პრეცედენტია პროკურატურისა და სასამართლოს მხრიდან. ამის შესახებ ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს.

"კოლეგებს უკანონოდ მიგვაჩნია ადვოკატ - მიხეილ რამიშვილთან ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები, მათ შორის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება, რითაც გაიცა ნებართვა ადვოკატის კუთვნილი მობილური ტელეფონის ამოღებასა და მასში არსებული ინფორმაციის გამოთხოვასა თუ დათვალიერებასთან დაკავშირებით; ადგილზე მიღებული ინფორმაციით პროკურატურის მოთხოვნოთ ლ.სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ღამის საათებში დაიწყო განჩინების აღსრულება და ხდება ამ დრომდე ადვოკატის მობილურ ტელეფონში არსებული სრული ინფორმაციის ამოღება.. თუნდაც დავუშვათ, რომ დათვალიერება.. აღნიშნული მოქმედებებით ცალსახად ხდება ადვოკატის საადვოკატო საქმიანობაში უხეში ჩარევა/ზეწოწა/ხელშეშლა, ასევე ხორციელდება ყოვლად უკანონოდ ადვოკატის ტელეფონში არსებული პერსონალური და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გაცნობა და დათვალიერება ან/და ამოღება.. ეს ქცევა საშიში პრეცენდენტია პროკურატურისა და სასამართლოს მხრიდან, რომელსაც თითოეული ადვოკატისა და სრულიად ადვოკატთა კორპუსის მხრიდან უნდა მოჰყვეს სწრაფი და ხისტი პროტესტი და სამართლებრივი რეაგირება!!!", - განაცხადა უფლებადამცველმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system