თავში

ვაჟა გაფრინდაშვილს წელიწადი და 9 თვე მიუსაჯეს

ვაჟა გაფრინდაშვილს წელიწადი და 9 თვე მიუსაჯეს
ვაჟა გაფრინდაშვილს წელიწადი და 9 თვე მიუსაჯეს

ვაჟა გაფრინდაშვილს დე ფაქტო რეჟიმის ე.წ.-მა სასამართლომ წელიწადი და 9 თვე პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ "ფეისბუქის" გვერდზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი წერს.

როგორც report.ge-ს დავით ასათიანმა განუცხადა, ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენის შესახებ, მას ადგილზე მყოფმა ადვოკატმა ვლადიმერ ხითაროვმა აცნობა.

"ადვოკატმა გვაცნობა, ამ წუთებში ეს ინფორმაცია გვაქვს, დეტალებს ვარკვევთ. ცხინვალის რეჟიმმა დასაჯა თავის პატრიოტული პოზიციისთვის,"-განაცხადა დავით ასათიანმა. 

შეგახსენებთ, ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი, 13 დეკემბერსაც გაიმართა, ახალგორის ე.წ. სასამართლომ ქართველი ექიმი ორთვიან პატიმრობაში დატოვა.

ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის ტყვეობაში 9 ნოემბრიდან იმყოფება.

დე ფაქტო რეჟიმი, დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება, ვაჟა გაფრინდაშვილი აღნიშნულ ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system