თავში

ვაჟა გაფრინდაშვილს სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეაქვს

ვაჟა გაფრინდაშვილს სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეაქვს
ვაჟა გაფრინდაშვილს სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეაქვს

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეაქვს. სარჩელზე ცენტრი "ემპათია" მუშაობს.

ექიმის თქმით, მისი მიზანია, მსოფლიოს რუსეთის ოკუპაცია კიდევ ერთხელ დაანახოს. მისივე თქმით, კომპენსაციას მნიშვნელობა არ აქვს.

"რა ფორმულირება იქნება, რა კომპენსაციის მოთხოვნა იქნება, ეს მეორეხარისხოვანია, თუნდაც ერთ ლარზე იყოს ლაპარაკი, მთავარია პრინციპი, რომ რუსეთი არის საქართველოს 20% -ის ოკუპანტი და სამწუხაროდ, ეს მატულობს და სასჯელი თუ არა, კიდევ ერთხელ მოხდეს იმის დადასტურება, რომ საქართველო იმყოფება რუსეთის წნეხის ქვეშ". – ამბობს გაფრინდაშვილი. 

ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ის 9 ნოემბერს დააკავეს. ამ პერიოდის განმავლობაში, ექიმი მის მიმართ წაყენებულ ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

20 დეკემბერს კი ვაჟა გაფრინდაშვილს დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რეჟიმმა გასული წლის 27 დეკემბერს გაათავისუფლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system