თავში

ვერტყვიჭალაში მომხდარ შემთხვევაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვერტყვიჭალაში მომხდარ შემთხვევაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ვერტყვიჭალაში მომხდარ შემთხვევაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვერტყვიჭალაში მომხდარ შემთხვევაზე შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ცნობისთვის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალაში სამშენებლო კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა და ადგილობრივია მკვიდრია.

ჩამოშლილი კონსტრუქციიდან უკვე გამოიყვანეს 6 ადამიანი, ისინი სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკებში მოათავსეს. დაშავებულები ჩინეთის მოქალაქეები არიან. საამქრო, რომლის კონსტრუქციაც ჩამოიშალა, სწორედ ჩინურ კომპანიას ეკუთვნის.

რკინის საამქროს მიერ ნაწარმოები კონსტრუქცია ვერტყვიჭალაში დილით ჩამოინგრა, მიზეზი სავარაუდოდ დიდთოვლობაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system