თავში

,,ვიფიქრე, იმიტომ გაიქცნენ, რომ რაღაც დამართეს ჩვენს მეგობრებს" - კიდევ ერთი ჩვენება შაქარაშვილის საქმეში

,,ვიფიქრე, იმიტომ გაიქცნენ, რომ რაღაც დამართეს ჩვენს მეგობრებს" - კიდევ ერთი ჩვენება შაქარაშვილის საქმეში
,,ვიფიქრე, იმიტომ გაიქცნენ, რომ რაღაც დამართეს ჩვენს მეგობრებს - კიდევ ერთი ჩვენება შაქარაშვილის საქმეში

გიორგი შაქარაშვილის საქმის ფიგურანტის, "ტოიოტა ქამრის" მგზავრის, აკაკი ქვრივიშვილის ბოლო ჩვენება ვრცელდება. 

ჩვენების თანახმად, ბრალდებული იხსენებს, რომ შაქარაშვილს, ამირხანაშვილს, ახვლედიანსა და ქათამაძეს "ტოიოტა ქამრის" მგზავრები მხოლოდ მეგობრების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით გაეკიდნენ.

როგორც აკაკი ქვრივიშვილი ძჩვენებაში ყვება, შაქარაშვილისა და მისი თანმხლები პირების გაქცევა მან საეჭვოდ მიიჩნია.

,,მათი გაქცევა ერთგვარად ცუდად აღვიქვი, პირადად მე, რადგან ვიფიქრე, რომ ისინი იმიტომ გაიქცნენ, რომ რაღაც დამართეს ჩვენს მეგობრებს, ვფიქრობ, ანალოგიური მოსაზრება ექნებოდათ ჩვენთან ერთად მყოფ პირებსაც", - ყვება ჩვენებაში ბრალდებული.

აკაკი ქვრივიშვილი გური ამირხანაშვილის თავისუფლების აღკვეთის ეპიზოდსაც იხსენებს და ამბობს, რომ ოქროს მოწმისთვის მათ არაფერი დაუშავებიათ.

,,ავტომანქანის მოსაყვანად წავიდოდა ვასილ მახარაძე, რადგან ის იყო ჩვენი ავტომობილის მძღოლი. დაზუსტებით არ შემიძლია გითხრათ, რადგან ამ მომენტში მე ამირხანაშვილს ვესაუბრებოდი. ასევე, ვერ გეტყვით წავიდა თუ არა ვინმე, არ დამინახავს, რომ რომელიმე ჩვენგანი წასული იყო ხიდის ქვეშ არსებულ საავტომობილო გზაზე, არცერთი მათგანისთვის არ შემიმჩნევია ქოშინი, აჩქარებული სუნთქვა, სველი, მტვრიანი ან ტალახიანი ტანისამოსი და ფეხსაცმელი", - ყვება ჩვენებაში აკაკი ქვრივიშვილი.

აკაკი ქვრივიშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ჩვენებაშიც წერს, რომ არ იცის, ვინ მიაყენა დაზიანებები გიორგი შაქარაშვილს.

ბრალდებულის ჩვენებას ,,კურიერი" ავრცელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system