თავში

ვიღაც დაემუქრა და მამას ახოცავს ხელს, თან იცით როგორ მამას?! - რას ჰყვებიან გაუჩინარებული მოზარდის მეზობლები

ოზურგეთიდან გაუჩინარებული 17 წლის გოგონას საქმეზე პოლიციაში გამოკითხვების სერია მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა მარიამ ბურჭულაძის თანაკლასელები და სკოლის პედაგოგები გამოკითხეს. 

ბურჭულაძის მეზობლები, პედაგოგები და თანაკლასელები ამობენ, რომ მამის მხრიდან მოზარდზე ძალადობის შესახებ არასრულწლოვანისგან არაფერი სმენიათ. 

"მე ვფიქრობ, რომ რაღაცას თამაშობდა იმ ტელეფონში, ვიღაცამ შეაშინა და ახოცავს მამამისს ხელს. როგორ მამას, იცი? ხუთი შვილი ჰყავს და ხუთივესთვის ცალ-ცალკე მოჰქონდა, მარიამს ეს შოკოლადი უყვარს, ანის ის უყვარს, თამთას ეს უყვარს. სიცრუეა ყველაფერი", - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

ცნობისთვის, გოგონა სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ უკვე გადაიყვანეს, რადგან ის ოჯახში დაბრუნებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს. არასრულწლოვანი ამტკიცებს, რომ მამის მხრიდან სისტემატური ძალადობის მსხვერპლია. 

ოზურგეთში დაკარგული გოგო 21 აპრილს იპოვეს. მას გურიასა და აჭარაში სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები

orphus_system