თავში

დღეს გახდება ცნობილი, განიხილავს თუ არა შაქარაშვილის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

დღეს გახდება ცნობილი, განიხილავს თუ არა შაქარაშვილის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო
დღეს გახდება ცნობილი, განიხილავს თუ არა შაქარაშვილის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება. დღესვე გახდება ცნობილი, განიხილავს თუ არა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ხუთი პირის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. 

ამ ეტაპზე უცნობია, შეთანხმდნენ თუ არა ბრალდებულები ნაფიც მსაჯულების საკითხზე.

ადვოკატების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საქმე სასამართლოს გადაეცემა, ისინი სასამართლოს დევნის შეწყვეტის შუამდგომლობითაც მიმართავენ.

შეგახსენებთ, 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ხუთ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system