თავში

ვინ არის მიშო იაკობიძე - ლობჟანიძე საქმის ახალ ფიგურანტს ასახელებს

ვინ არის მიშო იაკობიძე - ლობჟანიძე საქმის ახალ ფიგურანტს ასახელებს
ვინ არის მიშო იაკობიძე - ლობჟანიძე საქმის ახალ ფიგურანტს ასახელებს

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც ამტკიცებს, რომ დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობარი იყო, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურ დეპატრამენტში გამოკითხვის მოთხოვნით მივიდა. თუმცა ის უწყებაში არ მიიღეს და განუმარტეს, რომ გამოკითხვაზე დაბარებული არ იყო. 

ლობჟანიძის თქმით, მას სურს გამოძიებას დაუსახელოს კონკრეტული პირები, ვის დაუყოვნებლივ დაკითხვასაც ითხოვს. ერთ-ერთი მათგანია მიშო იაკობიძე, რომელიც ბაჩალიაშვილის დაკარგვის შემდეგ პროგრამისტს თეთრიწყაროს რაიონში საკუთარი ძალებით ეძებდა.

"მიშომ მთხრა სამძიმრის დღეს, რომ თამარს ეძებდა საკუთარი ძალებით, ორშაბათს და სამშაბათს. რაღაც ალიბი უნდა ჰქონოდა ურთიერთობის, ალბათ" - ამბობს ლობჟანიძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system