თავში

ვინ დაურეკა ბაჩალიაშვილის ცხედრის პოვნის დღეს ელისო კილაძეს - ჟურნალისტი გამოკითხვაზე იმყოფება

ვინ დაურეკა ბაჩალიაშვილის ცხედრის პოვნის დღეს ელისო კილაძეს - ჟურნალისტი გამოკითხვაზე იმყოფება
ვინ დაურეკა ბაჩალიაშვილის ცხედრის პოვნის დღეს ელისო კილაძეს - ჟურნალისტი გამოკითხვაზე იმყოფება

ჟურნალისტი და "ქრონიკა პლიუსის" რედაქტორი ელისო კილაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოკითხვაზე მივიდა.

როგორც მან უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, სავარაუდოდ, საქმე ეხება სატელეფონო ზარს, რომელიც მასთან თამარ ბაჩალიაშვის პოვნის დღეს განხორციელდა.

„მე დამიკავშირდა შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელი, რომელმაც მთხოვა, რომ გამოკითხვაზე მოვსულიყავი. სავარაუდოდ, საქმე ეხება იმ სატელეფონო ზარს, რომელიც ჩემთან თამარ ბაჩალიაშვის პოვნის დღეს განხორციელდა და მომაწოდა კონკრეტული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბაჩალიაშვილი თავის სამსახურში მუშაობდა პორნო საიტების მომსახურებაზე,” - აღნიშნა ელისო კილაძემ.

მისივე განცხადებით, პირი, რომელმაც მასთან სატელეფონო ზარი განახორციელა, აცხადებს, რომ ინფორმაცია სხვა წყაროსაგან მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system