თავში

ვინ გამოთქვა გირაოს გადახდის სურვილი - ადვოკატის საგანგებო განცხადება

ვინ გამოთქვა გირაოს გადახდის სურვილი - ადვოკატის საგანგებო განცხადება
ვინ გამოთქვა გირაოს გადახდის სურვილი - ადვოკატის საგანგებო განცხადება

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის ინფორმაციით, დღეს პარტიაში წერილი მიიღეს, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ორგანიზაციას ,,ფსიქოლოგთა განვითარების კვლევით ცენტრს"  და მის ხელმძღვანელს, ნიკა მელიასთვის შეფარდებული გირაოს გადახდის სურვილი აქვთ.

როგორც გიორგი კონდახაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, გირაოს გადახდა ნიკა მელიასთვის კატეგორიულად მიუღებელია. 

ამასთან, ადვოკატი აღნიშნულს ხელისუფლების მიერ დადგმულ სპექტაკლს უწოდებს.

,,დღეს ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მივიღეთ წერილი ,,ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის" ხელმძღვანელის, ვინმე ბესიკ ბოგველის მიერ გადმოგზავნილი. წერილის შინაარსიდან გამომდინარე, ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ და პირადად ბესიკ ბოგველმა გამოთქვეს მზადყოფნა გადაეხადათ გირაოს თანხა, 40 ათასი ლარის ოდენობით. მინდა ერთმნიშვნელოვნად დავაფიქსირო ნიკა მელიას პოზიცია, რომ ეს არის მიუღებელი და მეტიც - საქმე გვაქვს ხელისუფლების მიერ დადგმულ სპექტაკლთან," - განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე პარტიის ოფისიდან სპეცრაზმმა გაიყვანა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system