თავში

"ვისაც, მართლა სიმართლე აინტერესებს"- რას წერს "კაწროს" ადვოკატი

"ვისაც, მართლა სიმართლე აინტერესებს"- რას წერს "კაწროს" ადვოკატი
ვისაც, მართლა სიმართლე აინტერესებს- რას წერს კაწროს ადვოკატი

ადვოკატი თამარ აბესაძე, რომელიც ავთო ბილანიშვილის, იგივე ,,კაწროს" ინტერესებს იცავს, სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს, სადაც შაქარაშვილის საქმეში გახმაურებულ კადრებში დაფიქსირებული პიროვნება ჩანს.

,,მოკლედ, მეგობრებო ამ ორივე კადრში დაფიქსირებულია მოქალაქე ლაშა ლურსმანაშვილი, რომელმაც განმარტა რა უნდოდა იმ ღამეს დიდუბეში. მესმის, რომ ვიღაცას საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის ძალიან სურს რომ კადრში იყოს „კაწრო“, მაგრამ სიმართლე ხომ ერთია და ამ სიმართლეს ვერაფერი შეცვლის, ვერც ზედხედით, ვერც ქვეხედით და ვერც ცხვირპირში მიბჯენილი კამერით გადაღებული კადრები... ვისაც, მართლა სიმართლე აინტერესებს, ეს მცირე განმარტება მათთვის, თორემ ვისაც პოლიტიკური მიზნებით სურს, რომ ლაშა ლურსმანაშვილი იყოს ავთო ბილანიშვილი, მათთვის არც ამ განმარტებით შეიცვლება რამე... მათ შეუძლიათ ნებისმიერი თქვენგანი გამოგაცხადონ "კაწროდ", თუ გაცვიათ თეთრი პერანგი, ან ხართ დაახლოებით მსგავსი აღნაგობის და რა თქმა უნდა, თუ ეს სიყალბე სჭირდება პოლიტიკას... კიდევ ერთხელ ვიზიარებ გიორგის ოჯახის მწუხარებას და მხარდაჭერას ვუცხადებ ყველას, ვისაც სიყალბის ნაცვლად, მართლაც ამოძრავებს 19 წლის ბიჭის გარდაცვალების რეალური მიზეზების დადგენის გულწრფელი სურვილი,"- წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system