თავში

ბესიკ თამლიანის ადვოკატი: მოვითხოვთ გირაოს

ბესიკ თამლიანის ადვოკატი: მოვითხოვთ გირაოს
ბესიკ თამლიანის ადვოკატი: მოვითხოვთ გირაოს

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის ადვოკატი ლევან იოსელიანი დღევანდელ პროცესზე სასამართლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების გადახედვის მოთხოვნით მიმართავს. უფლებადამცველი ამბობს, რომ გირაოს შუამდგომლობას დააყენებს.

,,საქმეში არის გარემოებები, რომელიც იძლევა საფუძველს, რომ ბესიკ თამლიანის მიმართ აღმკვეთი ღონისძიება გადაიხედოს. ჩვენ ამის შესახებ დავაყენებთ შუამდგომლობას, მოვითხოვთ გირაოს და იმედია, სასამართლო გაითვალისწინებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული. მოსამართლეს ასევე მივცემთ საშუალებას გამოიყენოს ელექტრონული სამაჯური, როგორც დამატებითი უსაფრთხოების სისტემა", - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ,ზურაბ ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი 20 ივნისის საქმეზე დააკავეს. მათ ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

დაკავებულებიდან სამ პირთან 6 მარტს საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. კახაბერ კუპრეიშვილი, ცოტნე სოსელია და ზურაბ ბუდაღაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system