თავში

ვინ არის ,,ყარაბაღა" - მიხეილ რამიშვილის განმარტება

ვინ არის ,,ყარაბაღა" - მიხეილ რამიშვილის განმარტება
ვინ არის ,,ყარაბაღა - მიხეილ რამიშვილის განმარტება

"კონტაქტებს ხან რას ვარქმევ, ხან რას, გააჩნია, რა მომივა აზრად", - ამის შესახებ მიხეილ რამიშვილმა მის ტელეფონში აღმოჩენილ ნომრებთან დაკავშირებით, პროკურატურის საპასუხოდ განაცხადა. 

ადვოკატი Report.ge-სთან ამბობს, რომ ის სატელეფონო კონტაქტებს სხვადასხვა სახელს ხშირად არქმევს. რამიშვილი ადასტურებს, რომ შესაძლოა, ტელეფონში ნამდვილად იყოს ჩაწერილი ვინმე "ყარაბაღად".

,,რაც უნდა ის უთქვამს პროკურორს. დავით ფურცხვანიძის კონტაქტი "სატელიტებად" მაქვს ჩაწერილი ტელეფონში. ისე, ხან რას დავარქმევ, ხან რას. ეგ რასაც წერდა, ხან ყარაბაღზე წერდა და რომ წავიკითხე ამის შემდეგ იყო. "სატელიტადაც" მქონდა ერთი ნომერი ჩაწერილი და "ყარაბაღადაც" მქონდა. ეგ წერდა კორუფციაზეც და სხვა ტელეფონში "კორუფციადაც" მეწერა", - განუცხადა Report.ge-ის მიხეილ რამიშვილმა. 

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა, რამიშვილის ტელეფონში მნიშვნელოვანი მტკიცებულებებია აღმოჩენილი და საგამოძიებო ორგანოს კითხვები სწორედ ამ გარემოებებთან იქნება დაკავშირებული. 

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დღეს გამოკითხვაზეა დაბარებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system