თავში

ვთხოვ გულშემატკივრებს, მოდით დღეს სასამართლოსთან - DJ მიხაილო

ვთხოვ გულშემატკივრებს, მოდით დღეს სასამართლოსთან - DJ მიხაილო
ვთხოვ გულშემატკივრებს, მოდით დღეს სასამართლოსთან - DJ მიხაილო

მუსიკოსი და DJ მიხაილო თოდუა მის მხარდამჭერებსა და მოქალაქეებს სთხოვს, რომ დღეს სასამართლოში მივიდნენ და საკუთარი აზრი საჯაროდ დააფიქსირონ. 

პრობაციის ეროვნულ ბიუროს გადაწყვეტილებას, რომელმაც მისი ციხეში დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა, მუსიკოსი პარტია "გირჩის" ღონისძიებაზე დაკვრას უკავშირებს. 

სასამართლო პროცესი დღეს, 11 ნოემბერს, 14:00 საათზეა ჩანიშნული.

"შეთანხმებული მქონდა, სანამ წავიდოდი დასაკრავად. ერთადერთი, რასაც ვფიქრობ, რატომაც არ მეთვლება ეს ივენთები, არის ალბატ პოლიტიკური მოტივი, რადგან "გირჩის" მიერ ორგანიზებულ ივენთებზე დაკვრა ვიღაცას არ ესიამოვნა. ვერ ვხვდები რისთვის ვისჯები საერთოდ და აქდან გამომდინარე, ვერც ლოგიკურად ვიმსჯელებ. არც ის ვიცი, პირდპირ სასამართლოდან გამიშვებენ ციხეში თუ არა" - ამბობს მიხაილო თოდუა. 

შეგახსენებთ, რომ მიხაილო თოდუა 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-სთვის დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საპროცესო შეთანხმების შეთავაზების მიუხედავად, 20 000 ლარის არქონის გამო სასჯელს ციხეში იხდიდა. ციხეში ყოფნის პერიოდში თოდუა მუშაობას აგრძელებდა და რამდენიმე მუსიკალური ალბომი გამოუშვა.

6 წელი ციხეში ყოფნის შემდეგ, მუსიკოსმა საპატიმრო დაწესებულება 2019 წლის 11 ოქტომბერს დატოვა.

მან პატიმრობის შესაბამისი ვადის მოხდის შემდეგ, სპეციალურ პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს მიმართა და დარჩენილი მოსახდელი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით, შინაპატიმრობით შეცვლა ითხოვა. შინაპატიმრობის წესების მიხედვით, მიხაილო ვალდებულია, 21:00 საათზე სახლში იყოს და მუდმივად ატაროს ელექტრო სამაჯური.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system