
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე კიდევ რამდენიმე პირის დაკავებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ განცხადება მან საქალაქო სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებთან განაცხადა.
„კარგი რაღაცები იკვეთება. სავარაუდოდ, ძალიან ბევრი დაჭერები წავა. ოდნავ ვისაც წვლილი მიუძღვის ამ საქმეში, ყველას დაიჭერენ“- განაცხადა სარალიძემ ჟურნალისტებთან.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სასამართლო პროცესს მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძეც ესწრებოდა.
ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.
შორენა სურმანიძე
ავტორი