თავში

ზაზა თავაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობაზე უარს ამბობს

ზაზა თავაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობაზე უარს ამბობს
ზაზა თავაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობაზე უარს ამბობს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობაზე უარს ამბობს. ზაზა თავაძემ აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს წერილობით მიმართა:

„ბატონო არჩილ, როგორც თქვენთვის ცნობილია, 2019 წლის 22 ნოემბერს მოგმართეთ წერილით (N1-21959/19), რომლითაც მოვითხოვე გარკვეული ვადით გადაგედოთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევის მიზნით ჩემი კანდიდატურის პარლამენტის პლენალური სხდომისთვის წარდგენა. ხსენებულ განცხადებას საზოგადოებაში მოჰყვა არაერთგვაროვანი რეაქციები. მათ შორის გაჩნდა კითხვები, ხომ არ იყო ჩემი ქმედებები საზოგადოებრივ განწყობაზე გავლენის მოხდენის და არა მოცემული საკითხის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით დადასტურების მიზნით განხორციელებული. როგორც წინარე წერილში აღვნიშნე, ჩემთვის, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარისათვის, სისხლხორცეულად მნიშვნელოვანია სასამართლო ხელისუფლების უმწიკვლოდ და ობიექტურად ფუნქციონირება და შესაბამისად, ვფიქრობ, ამ მიმართულებით ნებისმიერი, თუნდაც დაუსაბუთებელი კითხვა უნდა იყოს მოხსნილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ საკითხის ირგვლივ კითხვის ნიშნების გაფანტვის მიზნით, უარს ვამბობ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსში მონაწილეობაზე. ასევე გაცნობებთ, რომ წინამდებარე წერილი ასევე მატერიალურად ჩაბარდება საქართველოს პარლამენტის კანცელარიას“, – ნათქვამია ზაზა თავაძის განცხადებაში.

22 ნოემბერს ზაზა თავაძემ პარლამენტს ერთხელ უკვე მიმართა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის განხილვის გადადება მოითხოვა. თავაძემ შესაბამისი წერილით პარლამენტის თავმჯდომარე არჩილს თალაკვაძეს გაუგზავნა.

ზაზა თავაძე მისი კანდიდატურის განხილვის შეჩერების თხოვნის მთავარ მიზეზად „განათლების მაგისტრის ხარისხთან შესაბამისობის დადგენისთვის საჭირო პროცედურებს ასახელებდა და იმედოვნებდა, რომ მისი მაგისტრის ხარისხი დადასტურდებოდა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system