თავში

"ზეგი“ ცილისწამებისთვის სასამართლოში იჩივლებს

"ზეგი“ ცილისწამებისთვის სასამართლოში იჩივლებს
ზეგი“ ცილისწამებისთვის სასამართლოში იჩივლებს

კომპანია ზეგის ადვოკატი, ქეთი მირიანაშვილი Report.ge-სთან აცხადებს, რომ ბაჩანა ლობჟანიძეს შესაძლოა ცილისწამებისთვის უჩივლონ. 

მისივე თქმით, კომპანია "ზეგი" აკვირდება მოვლენათა განვითარებას და შესაბამისად იმოქმედებს. 

"ამ ეტაპზე, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საქმე, რომელსაც დიდი დრო მიაქვს, ამიტომ არ შემიძლია ზუსტად თარიღი და დღე გითხრათ, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ ცილისწამებისთვის მივმართოთ სასამართლოს. ჩვენ, ამ დღეებში კიდევ დავაკვირდებით მოვლენათა განვითარებას და შემდეგ, აუცილებლად მივიღებთ ზომებს. თუ საჭიროდ ჩავთვლით, სასამართლოს ცილისწამებისთვის მივმართავთ, არა მხოლოდ ბაჩანა ლობჟანიძის, არამედ ყველა იმ პირის მიმართ, ვინც კომპანია "ზეგს"კანონგარეშე საქმიანობასთან აკავშირებს," - განუცხადა Report.ge-ს კომპანია "ზეგის" ადვოკატმა ქეთი მირიანაშვილმა. 

ცნობისთვის 23 წლის პროგრამისტი, გარდაცვილი თამარ ბაჩალიაშვილი კომპანია "ზეგის" თანამშრომელი იყო. ბაჩანა ლობჟანიძეს "ზეგის" საქმიანობასთან დაკავშირებით ეჭვები აქვს. ის არ გამორიცხავს, რომ ოფიციალური საქმიანობის მიღმა აღნიშნული კომპანია არალეგალური საქმიანობითაც იყოს დაკავებული.
თამარ ბაჩალიაშვილის სამსახურის, კომპანია "ზეგის" თანამშრომლების სახლებში
დღეს ჩხრეკა ჩატარდა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system