თავში

ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობაში ბრალდებული, შესაძლოა, გათავისუფლდეს

ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობაში ბრალდებული, შესაძლოა
ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობაში ბრალდებული, შესაძლოა, გათავისუფლდეს

ქართული წარმოშობის უკრაინელი ჟურნალისტის, გიორგი ღონღაძის მკვლელობაში ბრალდებული, შესაძლოა, გათავისუფლდეს. საუბარია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსან ალექსეი პუკაჩზე, რომელსაც 2013 წელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 

66 წლის პუკაჩმა რამდენჯერმე შეცვალა ჩვენებმა და სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გასაჩივრებას ითხოვს. მანამდე პუკაჩი აცხადებდა, რომ მასთან ერთად ციხეში უნდა ჩასვან უკრაინის ექს-პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა.

2018 წელს ადვოკატებმა ახალი კანონმდებლობის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც წინასწარ პატიმრობაში გატარებული ერთი დღე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის ორ დღედ ითვლება, პუკაჩისთვის სასჯელის ვადის შემცირება მოითხოვეს.

ახლა, თუ საკასაციო სასამართლო ღონღაძის მკვლელობაში ბრალდებულის სარჩელს დააკმაყოფილებს, ის შესაძლოა გათავისუფლდეს.

სასამართლო პროცესი 9 ოქტომბერსაა დანიშნული.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი, რომელიც უკრაინის ექს-პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას მწვავედ აკრიტიკებდა, 2000 წლის 16 სექტემბერს გაუჩინარდა. მოგვიანებით მისი ცხედარი კიევის ოლქში, ტყეში იპოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system