თავში

ჟურნალისტების მკვლელობის მომზადების შესახებ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო

ჟურნალისტების მკვლელობის მომზადების შესახებ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო
ჟურნალისტების მკვლელობის მომზადების შესახებ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო

ჟურნალისტების განზრახ მკვლელობის მომზადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც report.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 18-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს.

ცნობისთვის, ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა, ლევან მამალაძემ გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი საქართველოში ჟურნალისტების მკვლელობას გეგმავენ. 

მამალაძის თქმით, მას ინფორმაცია უკრაინული წყაროდან აქვს.

აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა დღეს ,,TV პირველის" გენერალური პროდიუსერი და წამყვანი, ნოდარ მელაძე და განაცხადა, რომ იგეგმება მისი და მაკა ჩიხლაძის ლიკვიდაცია.

მელაძე ამბობს, რომ სამთავრობო მედიის ეთერში მსგავსი მასალები შემთხვევით არ ხვდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system