თავში

ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან

ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან
ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, "ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავასა და ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტის, მირანდა ბაღათურიას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებული 7-ვე ბრალდებული პატიმრობაში დარჩა. 

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების - დავით კუტალაძის, თორნიკე გავაშელიძის, გია გიგუაშვილის, ცოტნე ჩიხლაძის, ოთარ გელაშვილის და აკაკი ნაკაშიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე პატიმრობაში დატოვა “ინტერპრესნიუსის” ფოტორეპორტიორ გიორგი ნიკოლიშვილზე თავდასხმაში ბრალდებული მუხრან დადვანი.

პროკურატურა დაკავებულების კვლავ პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, რადგან მიიჩნევდა, რომ ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები კვლავ არსებობდა.

პროკურატურის შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. როგორც ადვოკატები და მათი დაცვის ქვეშ მყოფები აცხადებდნენ, მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ. ადვოკატების ნაწილი მათი დაცვის ქვეშ მყოფების 5000-5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივ ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system