თავში

ზუგდიდის ყოფილმა მერმა და ვიცე მერმა ციხე ვადაზე ადრე დატოვეს

​ზუგდიდის ყოფილმა მერმა და ვიცე მერმა ციხე ვადაზე ადრე დატოვეს
ზუგდიდის ყოფილმა მერმა და ვიცე მერმა ციხე ვადაზე ადრე დატოვეს

ზუგდიდის ყოფილმა მერმა და ვიცე მერმა საპატიმროები ვადაზე ადრე დატოვეს. 

ლაშა გოგიასა და გია გულორდავას პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალათ და ისინი უკვე საკუთარ სახლებში იმყოფებიან. ინფორმაცია report.ge-ს პენიტენციურ დაწესებულებაში დაუდასტურეს.

უწყებაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ადგილობრივმა საბჭომ მიიღო და ის სულ 50 პირს შეეხო.

“2020 წლის აპრილში შესაბამისი ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით, 50 მსჯავრდებულს, მათ შორის მსჯავრდებულებს ლ.გ.-ს და გ.გ.-ს (ვინც მოიხადა სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლით დადგენილი ვადა) მოსახდელად დარჩენილი სასჯელი შეეცვალათ უფრო მსუბუქი სასჯელით- შინაპატიმრობით”,- აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

შეგახსენებთ, ზუგდიდის ყოფილი მერი და მისი პირველი მოადგილე 2019 წლის ივნისში სასამართლომ ჯგუფურად დიდი რაოდენობით ქრთამის აღებაში დამნაშავედ ცნო და 2-2 წელი პატიმრობა, 4-4 წელი კი პირობითი მსჯავრი მიუსაჯა. ისინი 2018 წლის ნოემბერში დააკავეს. უფრო ადრე კი თანამდებობები დატოვეს. პატიმრობაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნები გარკვეული პერიოდის განმავლობაში შაბათ-კვირას სახლში გატარების უფლებითაც სარგებლობდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system