თავში

ზუგდიდში 2010 წლიდან ძებნილი პირი დააკავეს

ზუგდიდში 2010 წლიდან ძებნილი პირი დააკავეს
ზუგდიდში 2010 წლიდან ძებნილი პირი დააკავეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, 2010 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს მიერ ძებნილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით ნასამართლევი პირი, 1957 წელს დაბადებული ე.გ. ზუგდიდში დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

"ბრალდებულმა დაარღვია ჩადენილი დანაშაულის გამო მისთვის დაწესებული კანონით გათვალისწინებული პრობაციონერის უფლება-მოვალეობები, რის გამოც, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.გ. 2010 წლიდან იძებნებოდა", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system