თავში

ზუკა ბერძენიშვილის ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ზუკა ბერძენიშვილის
ზუკა ბერძენიშვილის  ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული ზუკა ბერძენიშვილი მასზე განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის ფაქტზე დაიკითხა.
ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ report.ge-ს განუცხადა. 

უფლებადამცველმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორში  მოინახულა.

" საპყრობილეში რომ შევედი, ზუკასთან დამხვდა გამომძიებელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან. გამოძიებაა დაწყებული სპეცრაზმელების მიმართ. ზუკა ამბობს, რომ დაკავებისას სპეცრაზმელებმა ორჯერ დაარტყეს ზურგის არეში და ამასთან დაკავშირებით მივეცით დეტალური ჩვენება.  თუ საქმე ობიექტურად წარიმართება გამოძიება სპეცრაზმელის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებით უნდა აღიძრას. რაც შეეხება მის ზოგად განწყობას, ის არის მხნედ, მას არ ეშინია," - განაცხადა გიორგი მახარაძემ.

შეგახსენებთ, 18 ნოემბრის აქციაზე 35 პირი დააკავეს, მათ შორის "რესპუბლიკური პარტის"  წევრის დავით ბერძენიშვილის შვილი ზურა ბერძენიშვილი. დაკავებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system